top of page
ქეთი წითელაძე

სილამაზეში ჩამარხული საფრთხე

 ძველი თბილისი არ არის მხოლოდ ადგილი რუკაზე - ეს არის საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ცოცხალი  მაგალითი. მისი მდიდარი არქიტექტურა, მიხვეულ-მოხვეული ქუჩები უამრავი ადამიანის ყურადღებას იქცევს, თუმცა რა იმალება ამ გასაოცარი სანახაობის უკან ცოტამ თუ იცის.


აქ შეხვდებით სპარსულ, ბიზანტიურ, არაბულსა და რუსული ტრადიციების შერწყმას,რომელიც ასახავს მრავალსაუკუნოვან გავლენას სხვადასხვა კულტურისგან.თუმცა, იმ სილამაზესთან ერთად, რომელიც ,როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ტურისტებს თვალს ჭრის ადგილობრივებს უამრავ პრობლემასთან უწევს გამკლავება

 ქალაქის დაგეგმარების რუკას თუ გავეცნობით, აღმოაჩენთ, რომ ძველი თბილისი შვიდ ზონას მოიცავს ,მათ შორის, ცენტრალური ზონა (დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი, ტერიტორიების ათვისების მაღალი ხარისხის ნიშნით გამოყოფილი ტერიტორიული ელემენტი), საცხოვრებელი ზონა 3 (განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს შერეული ტიპის საცხოვრებელი სახლები), გარე ვაჭრობის შეზღუდვის არეალი,ჯიხურების აკრძალვა (6კვმ-დე ნაგებობის განთავსების შეზღუდვა), ისტორიული ნაწილის დამცავი ზონები (თბილისის მოცულ ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებები რეგულირდება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით, მოცემული დადგენილებითა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებითა და წესებით),ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონა,ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა, გაბარიტული ტრანსპორტის შეზღუდვა. 

 იმ მრავალ მიზებთან ერთად,რომელიც მოსახლეობის ჯამრთელობასა და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს ეს უკანასკნელიც მოიაზრება, ვიანიდან სწორედ ეს დაყოფა არის მიზეზი იმ პრობლემის ვერ და არ აღმოფხვრის.

ძველი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია მისი ეკლექტიკური არქიტექტურაა. 


ხის აივნები, მოჩუქურთმებული სტრუქტურებით ამშვენებს მრავალი შენობის ფასადს,თითოეული მათგანი მოგვითხრობს ხელოვნებისა და ტრადიციის ისტორიას,მაგრამ რა იმალება ამის უკან?! აივნები,სახურავები, შენობის სხვადასხვა ნაწლიი თუ სრულიად შენობა, რომელებიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ერთი შეხედვით ლამაზია,მაგრამ მრავალ პრობლემას ინახავს.კანონით იკრძალება მათი არათუ დანგრევა,ან ახლით ჩანაცვლება,არამედ მათზე რეაბილიტაციაც კი სპეციალურ პირობებსა და თანხმობას მითხოვს. შესაბამისად სახლი, რომელიც ტურისტისტვის  ულამაზესი და სასურველი საცხოვრებლია ადგილობრივისთვის ზოგჯერ სიცოცლისთვის  საშიშ ადგილასაც წარმოადგენს.  

   რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ადგილობრივმა მაშინ როცა არასკმარისი ფინანსები და კანონით გათვალისწინებული წესები მოქმედებს?! მოსახლეობას მერიის მიერ სხვადასხვა საშუალებებით გამაგრებულ სახლში კვლავ უწევს ცხოვრება. ესაა ძველი თბილისური ეზოს ერთი ისტორია.

  ვნახოთ რა ხდება სხვაგან? რა ხდება მაშინ, როცა სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს არ არატარებენ მაგრამ შენობა ავარიულია? აქ ,,თამაშში”  ინვესტორები ჩნდებიან,ვინაიდან მერია მხოლოდ უკვე ჩამონგრეულ სახლში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელს უზრუნველყობს.   მოგეხსენებათ,ძველი თბილისი ტურისტული ადგილია და ინვესტორები ხშირად ინტერესდებიან მისით ასეთია  ნათელა ნეფარიძის შემთხვევაც,როგორც ადგილობრივისგან ვიგებთ:

,,მოვიდა ინვესტორი, რომელმაც შემოგვთავაზა თანხა ...ძველი ბინები კი იცით, როგორიც არის ამიტომ მთელი ეზო დავტანხმდით, რომ ფული აგვეღო..”

ქალბატონი ნათელასგან გავიგეთ,რომ  დასაწყისში ინვეტორის წინადედებაზე ყოყმანობდა, მაგრამ მოგვიანებით,მეზობლების თხოვნით დასთანხმდა.


ჩახრუხაძის 17, ბარათასვილის მუზეუმი, ადგილი, რომელსაც ძველ თბილისში მოგზაურობისას გვერდს ვერ აუვლით, სულ რაღაც 50 მეტრში, მოპირდაპირე მხარეს კი დაინახათ ავარიულ სახლს, რომლის ნაწილში ცხოვრება უკვე შეუძლებელია, მაგრამ მიტოვებული სახლის მეორე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თქმით, ინვესტორის შეთავაზებას განიხლიავენ და შესაძლოა ის სახლიც მალევე შევიდეს დანგრეული სახლების სიაში.





 ჩახრუხაძის ქუჩას თუ გავუყვებით კიდევ რამდენიმე საინტერესო ისტორიას არმოაჩენთ. პირველი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია სახლია, რომლის ნაწილი ჩამონგრეულია, ნაწილში კი თითქოსდა სიცოცხლე კვალვ ჩქებს. მეზობლების თქმით, სახლის მეპატრონენი საზღვარგარეთ არიან, ხოლო მერია ჩამონგრევის შემდეგ შემოღობით შემოიფარგლა.











იქვე შევხდი ადგილობრივს, რომელიც ინვესტორის მფლობელობაი მყოფი სახლის გვერდით ცხოვრობს მისი სახლი ავარიული არაა და არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტასტუსს ატარებს. მისივე თქმით, მასთან ინვესტორი ჯერ არ მისულა, მაგრამ შემოთავაზების განხილვასაც არ აპირებს,ვინაიდან იქ ცხოვრების გაგრძელება სურს.








არქიტექტურული საოცრებების გარდა,

ძველი თბილისი ამაყობს მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლით, მათ შორის ეკლესიებით, მუზეუმებითა და ხელოვნების გალერეებით, რომლებიც ასახავს საქართველოს მხატვრულ და რელიგიურ მემკვიდრეობას.გზად  უამრავ ლოკალურ ბიზნესს შეხვდებით მაგალითად სასტუმრო ,,კონკა”  რომელიც ერთ დროს მფლობელის საცხოვრებელს წარმოადგენდა. ასევე პატარა გალერეა, სადაც ხელნაკეთ ნივთებსა და  ნახატებს აღმოაჩენთ.



თუმცა, უამრავ ლამაზ სურათთან ერთად, სეირნობისას კიდევ ერთი შემზარავი სანახაობა აღმოვაჩინე. სახლი ,სადაც მოსახლეობა დღემდე ცხოვრობს სამ ბოძს უჭირავს იქ  ქვეითის გავლაც კი სახიფათოა ცხოვრებზე კი  საუბარიც ზედმეტია. აქაც,როგორც სხვა შემთხვევებში ინვესტორის შეთავაზებას განიხილავენ.თუმცა რა იქნება ბოლოს არავინ არ იცის.

 და ბოლოს ძველი თბილისი არის  დედაქალაქის სარკე,საქართველოს მრავალწლიანი ისტორიის გადმონაშთი და უამრავი სტილის ნაზავის შემნახველი ადგილი,რომელიც უამრავი პრობლების მიუხედავად კაშკაშს არ წყვეტს.

 









ავტორი: ქეთი წითელაზე

ლექტორი:  მაია ტორაძე

საგანი: ,,წერითი კომუნიკაციები და პრაქტიკული ლაბორატორია”



Comments


bottom of page