სტატიის ავტორი: გიორგი დელიბაშვილი
„სპორტი და პოლიტიკა“
სპორტი და პოლიტიკა, ერთმანეთთან თანაკვეთაში მყოფი თუ პირიქით, ერთმანეთისგან გამიჯნული. ძალიან დიდი ხანია ეს კითხვა ქართველ საზოგადოებას უტრიალებს თავში, რატომ არის სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში და რატომ არ შეიძლება მისი გამიჯვნა, კონკრეტული პოლიტიკოსების ინტერესში ეხვევიან სწორედ სპორცმენები, პოლიტიკოსებისა, რომლებიც შემდეგ ცდილობენ საკუთარი სახელი ჩამოირეცხონ სპორცმენების ქებითა და მათი გვერდში დგომის ხაზგასმით.
საქართველოში, მას შემდეგ რაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ჩვენი სპორცმენები არა თუ სსრკ-ის სახელით არამედ დმაოუკიდებელი საქართელოს სახელით გამოდიოდნენ, ზოგიერთი მათგანი კარიერის დასრულების შემდგომ პოლიტიკურ ასპარეზზე მოგვევლინა, რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაქამდე არ იყო თანაკვეთა ამ სფეროებს შორის, თუნდაც მსოფლიოში სპორტის შემქნის დღიდან პოლიტიკა ყოველთვის ჩაბმულლი იყო მასთან. დღეს ყველაზე მეტად ალბათ მაინც კახა კალაძე გვახსენდება, ერთ დროს ნაკრებისა და მილანის ფეხბურთელი, დღეს თბილისის მერია, ასევე რამდენიმე ყოფილი მოჭიდავე, რომლებიც არიან სხვადასხვა გარეუბნების გამგებლები არიან, აქ უკვე სპორცმენები თავიან სახელს იყენებენ იმისთვის, რომ მიიღონ ეს თანამდებობა, მაგრამ აქვს კი იმ ადამიანს შესაბამისი კომპეტენცია იმისთის, რომ მართოს ის კონკრეტული უბანი? აქ მეორე მხარეა, თუკი სპორტი და პოლიტიკა იქნებოდა გამიჯნული შეიძლება გამოჩნდეს პირი, რომელიც იმ კონკრეტულ გარეუბანს უკეთ მოაწყობს, რადგან მას მეტი კომპეტენცია აქვს.
როგორც წესი ამბავს ცეცხლი ეკიდება, ნავთი ესხმება არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მითუმეტეს წელს ევრო 2024 დაემთხვა, ასევე „გამჭვირვალობის ან რუსული კანონის“, მიღება, რამაც საკმაო არეულობაც მოიტანა ქვეყანაში, ზუსტად აქედან გამომდინარე ჩნდება სალომე ზურაბიშვილის ის კომენტარები, თუნდაც მაშინ, როცა საბერძნეთი დავამარცხეთ და ევროპაზე გავედით, სანამ დაიწყებოდა ევრო 2024 პრეზიდენტს სურდა მხოლოდ რამდენიმე მოთამაშის დაჯილდოება ღირსების ორდენით, იგი ამბობდა, რომ „ორდენს ფეხბურთებეს, მხოლოდ დამსახურების მიზნით ვაძლევ“, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული ფეხბურთელები იყვნენ და არა მთელი გუნდი, ადამიანთა უმრავლესობა, მათ შორის მმართველი გუნდის წევრებიც მიიჩნევდნენ, რომ ფეხბურთელების პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე მიიღო მან ეს გადაწყვეტილება და არა მათი თამაშით, თუმცა ოპოზიცია პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა და საპირისპიროდ, სპორცემენბის ადამიანობაზე გაამახვილეს ყურადღება, აქ ძალიან დიდი თანაკვეთაა სპორტსა და პოლიტიკას შორის, თუმცა მას შემდეგ, რაც ნაკრები გავიდა 1/8 ფინალში, ღირსეულად იბძოლა და შემდეგ დაბრუნდა ქვეყანაში, პრეზიდენტმა ყველა ფეხბურთელს მისცა ეს ჯილდო, ახლა მისი გადაწყვეტილება რადიკალურად შეიცვალა, ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ მან შეამჩნია, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ფეხბურთელების მიმართ ერს და ამიტომაც ყველამ ვინც ითამაშა ევროზე გადაეცთ ორდენი პრეზიდენტისგან. ამ თემაზე კომენტარს ასევე გააკეთა პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ: „ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიოენებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ და წინ და უკან ტარება, სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა. ისევე, როგორც სპორტული პროცესის დაზიანების მცდელობა. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის დისკუსიები ამ ქვეყანასი ნაცვლად სერიოზულ თემებზე საუბრისა, ხელისუფლების გეგმაა, რომლის განსახორციელებლად ხან ერთი პოლიკური პარტია ეხმარება, ხან პრეზიდენტი, ხანაც არასამთავრობო სექტორი“. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, ისინი მუდმივად ხაზს უსვამენ ფედერაციისა და საკუთარ დამსახურებაზე, პოლიტიკური თანაკვეთა აქაც აშკარაა, თუნდაც ირაკლი კობახიძე სულ იმეროებდა, რომ ფეხბურთელების ეს განვითარება ქვეყნის განვითარებაზე მიანიშნებს, ფედერაციისა და ლევან კობიაშვილის დამსახურებაზე კი უფრო მეტს საუბრობენ მმართველ გუნდში ვიდრე ფეხბურთელების, ამ თემაზე გავესაუბრე სპორტულ ჟურნალისტს, ვახტანგ ბაციკაძეს, მის თქმით: „სანაკრებო ფეხბურთი, რომ ასეთ დონეზეა განვითარებული ეს მხოლოდ ამ ნიჭიერი თაობის დამსახურებაა, ეს ბიჭები არიან ინდივიდუალურად ისეთ დონეზე, რომ შეძლეს ევრო 2024-ზე ღირსეული თამაში“.
ჩნდება ბიძინა ივანიშვილი და ფეხბურთელებს აძლევს 30 მილიონს, იგი საკუთარ პირობას ასრულებს, ამან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებასა და პოლიტიკოსებში, ერთი ნაწილი მას მადლობას უხდის, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, რომ ეს წინასაარჩევნო გათვლაა, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ხმები მოიწყიდოს ამ საქმით. ოპოზიციის დამოკიდებულება, მმართველი პარტიისთვის ძალიან რადიკალურია, ასევე საზოგადოეების 70% მიაჩნია, რომ მათ არც კი გახარებიათ ნაკრების მოგება, პირიქით ამ ბედნიერების ჩახშობაც კი სურდათ საკუთარი მიზნების გამო.
პოლიტიკაში ყველა იბრძვის საკუთარი სკამისთვის და ძალაუფებისთვის, სწორედ ასე ახასიათებენ პოლიტიკურ პროცესებს, აღნიშნულს ბექა ოდიშარიას კომენტარი ნაკრების წარმატებაზე ზუსტად ეხმიანება, მან განაცხადა: „რატომ არ არის დღეს ოპოზიცია დარბარზში? იმიტომ, რომ ისინი ქვეცნობიერად ნაკრების წარმატებას უკავშირებენ „ქართული ოცნების“ წარმატებულ მოღვაწეობას“. მის ამ განცხადებაში აშკარად პოლიტიკური თვალსაზრისით მმართველი გუნდის დამსახურებაზეა საუბარი, რომ მათ შეძლეს და მათი მეშვეობით მოხდა ეს, ოპოზიცია კი მათ მანიპულირებაში ადანაშაულებს და ფეხბურთელების წარმატებას საერთოდ არ უკავშირებს მმართველ გუნდს. ისინი „ევროკავშირთან“ დაახლოებაზე ამახვილბენ ყურადღებას, მათი თქმით ნაკრების ევროპაზე გასვლა სწორედ ამის მანიშნებელია, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროპაა.
რას ფიქრობენ საზოგადოებაში? სპორტი და პოლიტიკა უნდა იმიჯნებოდეს თუ არა? გავესაბურე რამდენიმე უბრალო ადამიანს და აბსოლუტურად ყველა მათგანი თვლის, რომ ეს ორი სფერო ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, პოლიტკა ძალიან ბინძური სფეროა, სპორტი კი არაა ასეთი, სპორტი უფრო იმისთვისაა, რომ ხალხმა სიამოვნება მიიღოს და არა იმისთვის, რომ მოხდეს სპორტისა და სპორცმენების გაშავება პოლიტკური თვალსაზრისით. მათი აზრით თუკი მოხდება ამ სფეროების გამიჯვნა ერთმანეთისგან, ორივე სფერო წინ წაიწევს საკუთარ საქმიანობაში და საზოგადოებასაც შეეცვლება დამოკიდებულება მათ მიმართ. სამწუხაროდ სპორტში პოლიტიკა ჩნდება მაშინაც, როცა საქმე ტოტალიზატორებს ეხება, ძალიან ბევრი თამაში პოლიტიკურად გაყიდულა აიმიტომ, რომ იქ კონკრეტული გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ვიღაც დიდ ფულს იღებს, შეილება ეს იყოს ასევე კონკრეტული ორგანიზაციაც, თუმცა საბედნიეროდ სქართელოს ეროვნულ ლიგაში და სპორტში ზოგადად ასეთი შემთვევები ნაკლება. ამავე თემაზე გავესაუბრე ნოდარ სიმსივეს, რომელმაც სამწუხაროდ იუარა ხმით ან ვიდეოთი ჩაწერა, თუმცა გვითხრა, რომ: სპორტი, პოლიტიკა და ხელოვნება თუნდაც სხვადასხვა სახის სფეროებია, ემსახურება სხვადასხვა მიზანს, საზოგადოება აღიქვამს განსხვავებულად თითოეულ მათგანს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეუწყოს ხელი მათ განცალკევებას და არა პირიქით მის გაერთიანებას, შებილწვას და ამით ვინმეს გაშავებას“.
ევრო 2024-ის მიმდინარეობისას ჩვენ ძალიან საინტერესო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, მაისი ძალიან რთული თვე იყო ერისთვის, გასაგები მიზეზებისდა გამო, მაგრამ როგორც კი ევრო 2024-ის დაწყება მოახლოვდა, უკვე დავინახეთ, რომ მთელი ერი ერთად იდგა, ყოველგვარი პოლიტიკური შეხედულებებისა და მსგავსი აზრებისგან შორს, ერთი მიზნით. ამან კი მოიტანა ძალიან დიდი შედეგი, მსოფლიოში ქართველმა ერმა ამ შემართებით აჩვენა, რომ ერთად დგომით შესაძლებელია ისეთი „მტერის“ დამარცხება, რომელიც ჩვენზე ძლიერი ჩანს, უცხოელების მიერ დაწერილი კომენტარები „ქართველება ვერ მოიგეს თამაში, მაგრამ მათ მოიგეს ჩვენი გულები“. ლოგიკურია ასეთი შედეგის შემდეგ საზოგადოებას მეტად სურს ამ სფეროების გამიჯვნა, რადგან თუკი პოლიტიკამ დაგვყო, გავაქუცმაცა და გადაგვამტერა ერი ერთმანეთზე, სპორტმა ამის საპირისპირო შეძლო და ერი გააერთიანა, შესაბამისად საზოგადოებას ლოგიკური დასკვნა გამოაქვს და ეთანხმება ამ სფეროებს შორის დიდი ნაპრალის გაჩენას.
ბოლო პერიოდშიც, კვირებში, დღეებშიც ხდებოდა სკანდალური ამბები, როცა დიმა ობოლაძეზე აგორდა პროპაგანდა თითქოს და მან ბუდუს გამოსვლის საშუალება არ მისცა და მოუწოდა, რომ უკან დარჩენილიყო, რაზეც როგორც ფეხბურთელმა, ასევე მისმა მამამ გააკეთეს კომენტარი, რომ ეს სიცრუის პროპაგანდაა და მეტი არაფერი. მაგრამ ძალიან სწრაფად მოიცვა ამ მომენტმა მთელი სოციალური ქსელები, წავიდა დიმას მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები და ვიდეობი, რაც ლოგიკურია პოლიტიკური ნიშნით სპორტში ღრმად შეტოპვაა, ფეხბურთელის კომენტარი შემდეგ კი თითქმის ყველა სოც-ქსელიდან წაიშალა მსგავსი პოსტები, შესაბამისად საზოგადოებაში ამაზე კომენტარები იყო, ის რომ პროპაგანდისტული შინაარსის, შეურაცხმყოფელი და უტაქტო მცდელობა იყო სპორტული ჟურნალისტის გაშავებისა, ასევე ეს ეხება ფეხბურთელსაც, რადგან მის გარშემო ასეთი ამბები ვრცელდებოდა, მის მიმართ იყო პოლიტიკური შეკითხვები, კონკრეტული მედიები უსვამდნენ აქციებზე მომხდარ ამბავზე კითხვებს, რათა ბუდუსგან იღებდნენ სასურველ პასუხს, ასევე იყო ზეწოლა ფეხბურთელებზე, რატომ არ აპროტესტებდნენ, არ პოსტავდნენ, მაშინვე მათი გაშავება იწყებოდა, რადგან ხალხს მათი პოლიტიკური შეხედულებები არ მოწონდათ. ამაზე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, საზოგადოება აქაც ორად გაიყო, ამ ფაქტებზე დაყრდნობით კი სპორტისა და პოლიტიკის თანაკვეთა ყოველთვის არის მსგავსი შინაარსის ჩიხში შემყვანი.
საბოლოდ, სპორტსა და პოლიტიკას შორის, რომ ძალიან დიდი თანაკვეთაა ამას ყველა ხვდება და ყველამ იცის, ისიც იციან, რომ თითქმის შეუძლებელიცაა მათი განცალკევება, მაგრამ ქართული საზოგადოების პოზიცია არის, რომ ეს სფეროები უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, ხალხის უმეტესობა თვლის, რომ სპორტი არის სფერო რომელიც აერთიანებს ადამიანებს ყოველგვარი პოლიტიური შეხედულებებისა და მსგავსი ნიუანსების გარეშე, მაგრამ პოლიტიკა არის ის, რაც ყველანაირად აპირისპირებს ადამიანებს, მათი შეხედულებების, რელიგიისა და სხვადასხვა ნიუანსების გამო.
"C:\Users\cool\Downloads\9b96dda2-1316-4569-ad23-fccb5dde9de9.mp4"
"C:\Users\cool\Downloads\be9838c1-ceeb-4b74-82b7-3fd2fa4cd57b.mp4"
(ინტერვიუები, ვოისები ვიდეოს სახით მქონდა და ვერ ჩავაგდე, ლინკის სახით ავტვირთ)
Comments