top of page
  • მარიამ ტყემალაძე

უპატრონო ცხოველების სიმრავლე - დაუძლეველი თუ მოგვარებადი პრობლემა?

უპატრონო ცხოველისგან დაზიანება ია კვიციანმა სვანეთში ყოფნის დროს დაახლოებით 2 წლის წინ მიიღო და ბავშვობაში უზომოდ შეყვარებული ძაღლებზე ახლა საკმაოდ ტრავმირებული და შეშინებულია. როგორც თავად ამბობს მას ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით კი უპატრონო ძაღლები და ამიტომაც ხშირად ეთამაშებოდა ხოლმე თუ შესაძლებელი იყო. შემთხვევა დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა, როდესაც ია კვიციანი  ძმასთან ერთად სეირნობდა და გზად მიუსაფარი ძაღლი შეხვდა. „იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში ძალიან ბევრი ცხოველი უპატრონოდ დადის და ბავშვობიდან ვხედავთ მათ ქუჩებში ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ  მიჩვეულები ვართ. როდესაც დავინახე  მომინდა მოვფერებოდი და რამდენიმე წუთით ვითამაშეთ კიდეც, და მოულოდნელად წამავლო კბილები ხელზე.“ საბოლოო ჯამში კი დაზარალებულს სამი აცრა დასჭირდა და საავადმყოფოში რეგულარულად შემოწბებებზე სიარული, ჭრილობის მკურნალობაც, რის შედეგადაც დარჩა შრამი, რომელიც ასევე საშინლად დიდი დისკომფორტის შემცველი იყო და მალევე მოიშორა, თუმცა ფსიქოლოგიურად მაინც საკმაოდ ტრამვირებულია დღემდე და ახლაც კი ძალიან ეშინია ძაღლების, მიუხედავად ამისა მათდამი სიყვარული მაინც არ განელებულა.  „ძაღლებს ახლოს ახლაც ვერ ვეკარები და ვცდილობ მათგან შორს ვიყო, მაგრამ მაინც მიყვარს“


ეს და სხვა კიდევ უამრავი შემთხვევაა, რომელიც  მთელი საქართველოს მასშტაბით ფიქსირდება ხოლმე საკმაოდ დიდი სიხშირით და მიუხედავად ყველაფრისა დღემდე საკმაოდ დიდ და მოუგვარებელ გამოწვევად რჩება. აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება ქუჩებში მიუსაფარი ცხოველების  რაოდენობის შესამცირებლად, თუმცა მცდელობები ყოველთვის არასაკმარისია და რატომ ამაზე სრულყოფილ პასუხს ვერავინ იძლევა.  აუცილებად უნდა გაესვას ხაზი იმასაც, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ შეუძლებელ და მოუგვარებელ პრობლემებთა სიას, მაშინ როცა ძალიან ბევრ სკანდინავიურ თუ სხვადასხვა ქვეყნებში მიუსაფარი ცხოველები საერთოდ აღარ არიან ქუჩებში ან თუ არიან ძალიან მცირე რაოდენობით. მაგ.ნიდერლანდებში.

              ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ამ რეალობის წინაშე დგას ქართველი ხალხი, სწორედ მათივე დაბალი განათლების დონეა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ იციან რამხელა პასუხისმგებლობაა ძაღლის ყოლა, მასზე ზრუნვა და იმ ყველაფრის გაკეთება რაც მას სჭირდება. თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის წარმომადგენელი, სოცმედია მენეჯერი გიორგი ოქრომჭედლიშვილი ფიქრობს, რომ ცნობიერების ამაღლება და ცოდნის მიცემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პრობლემის მოსაგვარებლად „ხშირად მსმენია ხოლმე, როცა შინაური ცხოველის მეპატრონეს  უთქვამს და ვფიქრობ არც იცის უმეტესობამ რეალურად რამდენად სასარგებლოა კასტრაცია-სტერილიზაცია. გამიგია ხოლმე სადისტი ხომ არ ვარ, რომ კასტრაცია გავუკეთო ჩემს ძაღლს და ასე მოვექცე, მაშინ როცა ზემოთხსენებული ოპერაცია საკმაოდ ბევრი დაავადებისგან ათავისუფლებს ცხოველს, მაგრამ ხალხმა ეს არ ისიც, ნუ უმეტესობამ მაინც."



 მიუსაფარი ცხოველების რაოდენობრივი ზრდა კიდევ უფრო მკვეთრად იზრდება გარეუბნებში, მაგ. გლდანში, ვარკეთილში, დიღომში და ა.შ. ამის მიზეზი უცნობია, თუმცა გლდანის მესამე მ/კ  რაიონში მდებარე პარკის წინ მცხოვრები ბებია შვილიშვილთან სეირნობისას აღნიშნავს, რომ ხანდახან ესმის ხოლმე ამბები ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის შესახებ.  „გამიგია, რომ ცენტრიდან მოჰყავთ ხოლმე და გარეუბნებში ტოვებენ ძაღლებს, მაგრამ რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია უკვე იმდენნი არიან გარშემო რომ ბავშვებსაც ვეღარ ვასეირნებთ სპორტულ მოედნებზე შიშის გარეშე, შარშან ჩემს შვილსაც უკბინა და მთელი პრობლემები შეექმნა, დავდიოდი მთელი 10 დღე და ძაღლს ვამოწმებდი ხომ ცოცხალი იყო“  პარკის გარშემო მცხოვრები ადგილობრივები აღნიშნავენ რომ ხშირად უკვე ახალ ძაღლებსაც ხედავენ, რომლებიც აქამდე არასდროს უნახავთ, თუ საიდან მოვიდნენ ისინი უცნობია.  





              აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით არ არსებობს უახლესი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც კიდევ უფრო ცხადჰყოფს გარშემო არსებულ სრულ რეალობასა და მოცულობას. ერთადერთი, რასაც ვაწყდებით არის 2015-2017 წლის სტატისტიკური მონაცემები, სადაც ასახულია დაჭრილი და თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველთა, გაჩუქებული, მიკედლებული და ბინადრობის არეალში დაბრუნებულთა, ჩატარებული კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციათა რაოდენობა. ამ სტატისტიკური მონაცემების შემდეგ გასულია დაახლოებით 8-10 წელი, მაგრამ მიუხედავად საზოგადოებაში არსებული  საკმაოდ მძაფრი უკმაყოფილებისა უპატრონო ცხოველების მიმართ, დღემდე არ არის უახლესი ინფორმაცია თუ რამდენად არის გაზრდილი მათი რაოდენობა ქუჩებში და რატომ არ არის ბოლო პერიოდის სტატისტიკური მონაცემები. ამ და სხვა ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა არ ისურვა და უარი განაცხადა.




თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი 4 წელზე მეტია რაც არსებობს და მთავარი მიზანი საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებაა. ამჟამად თავშესაფარში ოთხასამდე ცხოველი ჰყავთ შეფარებული. „თავშესაფარიც კიდევ უფრო მეტად  გავაფართოვეთ,  სამწუხაროდ. ჩემი აზრით, რაც უფრო დიდი თავშესაფარი არსებობს მიუსაფარი ცხოველების ქვეყანაში, მით უფრო ცუდი ხალხი ცხოვრობს იქ, რადგან რატომ უნდა შეიქმნას ხალხის გამო ამხელა თავშესაფრის საჭიროება მაშინ, როცა ყველას შეუძლია მიხედონ პატარა უმწეო არსებებს, შუა გზაში არ მიატოვონ მხოლოდ იმიტომ, რომ ბეზრდებათ და ა.შ. ამდენი წელია ბატონი თამაზი თავისი სახსრებით ამდენ რამეს აკეთებს.” დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი დიდი თავშესაფრები და ორგანიზაციები იქმნება, რათა ცხოველების უფლებები დაცული იყოს და უპატრონოდ მიტოვებული არსებების რაოდენობა დასტაბილურდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტია, რომ საკმარისი არ არის, რადგანაც როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე გარეუბნებშიც კვლავ უამრავი მიუსაფარი ცხოველი დახეტიალობს მშიერ-მწყურვალი. აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოების ჯგუფები ცდილობენ უკეთესი გარემო შეუქმნან მიუსაფარ ცხოველებს მცირეოდენი საკვებითა და სასმლით, ასევე პატარა სახლებს დგამენ რომ ზამთარში სიცივისგან, ხოლო ზაფხულში მზისგან იყვნენ დაცულები. ამის ერთ-ერთი მაგალითია ზაქარია დოლიძე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ექვსი წელია, რაც მიუსაფარ ცხოველებს ეხმარება და დაახლოებით 1800-ამდე სახლი აქვს დადგმული მათთვის.

საკვები, სასმელი რეზერვუარები, კასტრაცია-სტერილიზაცია ცხოველების, გადარჩენა, ძალიან ბევრი შეხვედრა სხვადასხვა რეგიონებსა და მხარეებში, ძირითადად ბავშვებს ვხვდები ხოლმე, სკოლებს და თემებს. გვაქვს ესეთი საზოგადოებრივი უნარ-ჩვევების თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები, რომელიც მისაბაძი უნდა იყოს ყველასთვის. ამას რა თქმა უნდა უსასყიდლოდ ვაკეთებ. და ასევე ინვალიდი ძაღლებისთვის ეტლი, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში არ არსებობს და ეს ჩემი შექმნილია. სწორედ ამით აქვთ შენარჩუნებული დღემდე ასეულობით ცხოველს სიცოცხლე.

ზაქარას კეთილი მანქანა (https://www.facebook.com/SAPGeorgia)



რაც შეეხება უშუალოდ ამ პრობლემისგან თავის დაღწევას, რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხურია საჭირო იმისათვის, რომ შემცირდეს და შემდგომ საერთოდ აღმოიხვრას ზემოთხსენებული საკითხი, როგორც ნიდერლანდებში მაგალითად. იქაურმა მთავრობამ სპეციალურად შეიმუშავა გეგმა, რომელიც ეტაპობრივად არის გაწერილი. და  სწორედ რომ მსგავსად უნდა იქნას შემუშავებული გარკვეული სქემა. მაგ. ერთ-ერთი ნაბიჯია კასტრაცია-სტერილიზაცია, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში უფრო კოორდინირებულად და ოპერატიულად. გიორგი მჭედლიშვილი ამბობს, რომ სჯობს პერსონალის და ეკიპაჟის დამატება და უფრო მეტი რესურსის მობილიზება. „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 4-5 ვეტერინარი ჰყავს, რომლებიც ყოველწლიურად ატარებენ კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციებს, ასევე 150 ადგილიანი თავშესაფარი აქვთ ოპერაციის შემდგომ დაკვირვებისათვის და ეს არასაკმარისია.“  ასევე აუცილებელია რეგიონებსაც მიექცეთ დიდი ყურადღება, რადგანაც საკმაოდ დიდი ნაკადი სწორედ, რომ იქიდან შემოდის. საკანონმდებლო სისტემის ჩართულობა კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, რადგანაც როცა კანონი დაავალდებულებს შინაური ცხოველის მეპატრონეს დააგისტრირონ, დაჩიპონ  და გაასტერილონ თავიანთი ძაღლები, რათა  ცხოველის ჩიპირება და აღრიცხვა სახელმწიფოს მისცემდა საშუალებას ზუსტი სტატისტიკის დადგენას და მთლიანი სურათის, რეალობის დანახვას რიცხვებში. პარლამენტმა უნდა მიიღოს მთელი რიგი კანონები იმისათვის, რომ აბსულუტურად დაცული იყოს ცხოველთა უფლებები და მაგ. გამოგდება სახლიდან, ძაღლზე ძალადობა და სხვ. იყოს დასჯადი.

             ასევე აუცილებელია განათლების კუთხით გარკვეული ცვლილებების განხორციელება და ახალი რეფორმების შემუშავება, რაც ახალ თაობას მისცემს შესაძლებლობას ზუსტად გაიაზრონ რას ნიშნავს შინაური ცხოველი, რა პასუხისმგებლობები ახლავს თან მის აყვანას, ასევე იმასაც რომ ის უბრალოდ საჩუქარი ან სათამაშო არ არის და მასაც ანალოგიურად სჭირდება ზრუნვა-პატრონობა, როგორც პატარა ბავშვს. ცნობიერების  ამაღლებაა სწორედ, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი, რადგანაც გააზრებულად აიღოს პასუხისმგებლობა შინაურ ცხოველზე და იზრუნოს მასზე, უნდა იცოდეს რომ კასტრაცია-სტერილიზაცია არ არის  „სადისტობა“ ძაღლების მიმართ, ასევე როცა მოსწყინდება ქუჩაში არ უნდა გააგდოს უმწეო არსება და ა.შ.










გამოყენებული წყაროები:

8 views0 comments

Comments


bottom of page