top of page
  • TSU Media

ცენზურა და ხელოვნება – ანტი-ლგბტქ კანონის პოტენციური შედეგები

„ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, 25 მარტს დააინიცირა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც შეეხებოდა ე.წ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიებს“.
27 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა ეს საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო. მას პარლამენტის 78–მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.
(სატირული პოსტერი სახელად - CENSOR) © ანი ზედელაშვილი

ერთსქესიანთა ქორწინების, სქესის შეცვლის, მათ მიერ ბავშვის აყვანის და საჯარო შეკრების გარდა, კანონით:

„აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.


„ქართული ოცნების“ მიერ ამგვარი კანონის დაინიცირება არ არის უცხო. ის დაინიცირებული და მიღებულია უკვე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ბელარუსში, რუსეთსა და უნგრეთში.


2024 წლის 19 თებერვალს, ბელარუსმა მოამზადა კანონი, რომლითაც დაისჯება „არატრადიციული ურთიერთობების პოპულარიზაცია“.

2013 წლის 30 ივნისს, რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას“, ბავშვებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის მიზნით. მაგალითად, 2017 წელს ოსკაროსანი ფილმი „Call Me By Your Name“, რომელიც ბიჭსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაზეა, ცენზურის ქვეშ მოხვდა და ფილმიდან გარკვეული ინტიმური სცენები ამოჭრეს.

2021 წლის 23 ივნისს, უნგრეთში მიიღეს კანონი, რომელიც გულისხმობს „პედოფილიაში ბრალდებული დამნაშავეების მიმართ უფრო მკაცრი ზომების მიღებას და ბავშვების დაცვისთვის განკუთვნილი გარკვეული აქტების შესწორებას“, ან იგივე ანტი–ლგბტ კანონი, როგორც მას დასავლური მედია მოიხსენიებს. კანონის მიღებამ ოპოზიციისა და ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერების მხრიდან საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. ასევე კანონი ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 16–მა ქვეყანამ დაგმო.


საქართველოში ამ კანონის დაინიცირებამდე იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ფილმებსა და ლიტერატურას პრობლემა შეექმნა და გარკვეული ჯგუფებისგან წინააღმდეგობა მოჰყვა.

2019 წლის 8–9–10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში ლევან აკინის ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“–ის ჩვენება იყო. ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის, ამბავს ჰყვება, რომელსაც მისი მეტოქე, ირაკლი ,შეუყვარდება.

ფილმს დიდი წინააღმდეგობა და აქციები მოჰყვა ლევან ვასაძისგან, ქართული მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძისგან, „ზნეობისა და ბავშვთა დაცვის საზოგადოების“ ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილისგან. ისინი მშვიდობიან მოქალაქეებს სხვადასხვა ნივთს ესროდნენ, ხოლო კინოთეატრში მათ კვერცხები და პიროტექნიკა შეყარეს. საჭირო გახდა პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზება.


იმავე წელს გამოვიდა თამარ შავგულიძის ფილმი „კომეტები“, რომელიც ორი ქალის ურთიერთობის ამბავს ჰყვება. თბილისის კინოფესტივალზე „ზნეობისა და ბავშვთა დაცვის საზოგადოებამ“ ფილმის ჩვენება გააპროტესტა, მაგრამ ჯგუფის ლიდერის - გურამ ფალავანდიშვილის, თქმით, ჩაშლის გეგმა არ ჰქონდათ, რადგან „პატარა ფესტივალზე“ იყო საუბარი და არა „სახელმწიფო ინტერესით გამართულ სეანსზე“, როგორც „და ჩვენ ვიცეკვეთ“–ზე იყო, რომელიც მისი თქმით, ქართული ჩოხის, ცეკვისა და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა იყო.



2023 წლის 27 ივნისს, თბილისში სულაკაურის გამომცემლობას რამდენიმე ქალი მიუვარდა და თანამშრომლები ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულა. მათ პრობლემა ჰქონდათ ელენა ფავილისა და ფრანჩესკა კავალოს ზღაპრების კრებულთან „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“, რომელშიც მოთხრობილია 100 განსაკუთრებული პროფესიის მქონე ქალებზე, რომლებმაც ისტორიაზე გავლენა იქონიეს.


თუ „ქართულმა ოცნება“ დაამტკიცებს კანონს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ცენზურის ქვეშ შესაძლოა მოექცნენ შემდეგი კლასიკოსი მწერლები:

• ჯეიმს ბოლდვინი

• პატრიშა ჰაისმითი

• ოსკარ უალიდი

• ვირჯინია ვულფი

• თომას მანი

• იუკი მიშიმა

• უილიამ ს. ბოროუსი

• ტრუმან კაპოტე

• გორ ვიდალი

• ანდრე ჟიდი

და შემდეგი რეჟისორები:

• პედრო ალმოდოვარი

• გრეგ არაკი

• დერეკ ჯარმენი

• ჯონ უოთერსი

• ლუკა გუადანინო

• ტოდ ჰეინსი

• ანგ ლი

• გას ვან სენტი

• რეინერ ვერნერ ფასბინდერი


ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ ჟურნალისტსა და მწერალ - დათო გორგილაძეს:



სრული ინტერვიუ

დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის:

სტატიის ავტორი/ინტერვიუერი - საბა ჩიტიაშვილი
ფოტო და ვიდეო გადაღება/მონტაჟი - ანი ზედელაშვილი
იდეა/მასალის მოძიება - საბა ჩიტიაშვილი; ანი ზედელაშვილი

41 views0 comments

Comments


bottom of page