top of page

სადაც ქართული ცოცხლდება

  • TSU Media
  • Apr 29
  • 3 min read

რუსთავი,ახალი ქალაქი-დიდი ისტორიით

თბილისის ნებისმიერი მეტროდან გადის ყვითელ მიკროავტობუსები.როგორც კი ჩაჯდები მასში დედაქალაქი უკან რჩება :მისი ხმაური ,ბრბო ,კორპუსები და საცობები .ისინი ისე სწრაფად ქრებიან ,როგორც მზის სხივებში გაბნეული ნისლი.

ყველაფერი, რაც ცოტა ხნის წინ აურზაურივით მისდევდა ერთმანეთს, ახლა დუმილში ინთქება და გზას სივრცის სიმშვიდე და თავისუფლება ავსებს.


ახლა უკვე რუსთავში ხარ ,ახალ ქალაქში ,რომელსაც დიდი ისტორია აქვს

ფანჯრიდან მტკვრის ხეობა იშლება: აქა-იქ გაწოლილი მდელოები, ზამთრის შემდეგ გამწვანებული ბუჩქნარები და  რბილი, მოლურჯო კონტურები.


გზას რუსთავისკენ თითქოს სხვა სამყაროშ გადაჰყავხარ — იქ, სადაც ქალაქის კვამლი ნაკლებია , ხოლო მზე უფრო დიდხანს ჩერდება ცაზე.

მანძილი არც ისე დიდია, მაგრამ ამ ნახევარ საათში იგრძნობ, როგორ იცვლება ყველაფერი: თბილისური აჩქარება ნელ-ნელა ადგილს უთმობს სიწყნარეს, სივრცეს, და ხვდები, რომ წინ რაღაც განსხვავებული გელოდება.



კონკურს-ფესტივალი „ქართული“

დღეს, 27 აპრილს რუსთავში განსაკუთრებული დღე გათენდა.ყველა ემზადება.ცენტრალური პარკის შემოსასვლელი მანქანებითაა გარშემორტყმული .პარკში შესასვლელთან რამდენიმე წუთი ხალხისგან მიერ შექმნილ ხერგილსაც კი შეამჩნევ.

   რუსთავში კონკურს-ფესტივალი „ქართული“ უკვე მეორედ ტარდება.სპეციალურად მისთვის დაარსდა ლოგოც და მუსიკაც.იგი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 26-მდე ქორეოგრაფიული ანსამბლი მიიღებს  საბოლოოდ გამარჯვებულ ანსამბლს საჩუქრად გადაეცემა 10 000 ლარი .


კონცერტი დაიწყო საღამოს რვა საათზე, რუსთავის ცენტრალურ პარკში,ტბის გარშემო მოწყობილ საფესტივალო სივრცეში .

პარკის ცენტრში იყო  სცენა ,რომლისკენ მიმავალ გზაზეც შეხვდებოდით უამრავ ადამიანს .ზოგი ბალახზე იყო მოთავსებული და მეგობრებთან ერთად საუბრობდა .ზოგი ხეებზე გაკიდბულ ჰამაკებში წამოწოლილიყო და და ელოდებოდა 8 საათის დადგომას .ტბის ნაპირებზე უამრავ უცხოელსა თუ სხვა ქალაქიდან ჩამოსულს შეხვდებოდით,რომლებიც ულამაზესი ტბის ნაპირზე ფოტოებს იღებენ .ხალხის  ნაკადი არ წყდებოდა .8 საათამდე ხალხი სცენის წინ უკვე შეკრებილიყო ტელეფონები მოემარჯვებინათ და ელოდებოდნენ მოვლენათა განვითარებას.  კონცერტი გახსნეს წამყვანებმა — ნიკოლოზ წულუკიძემ და მისმა თანაწამყვანმა, რომლებიც სითბოთი და ხალისით მიესალმნენ შეკრებილებს. მათ მადლობა გადაუხადეს მაყურებელს მოსვლისთვის და ისაუბრეს რუსთავის ,როგორც ისტორიული ქალაქის გამორჩეულობაზე და ასევეე გამოაცხადეს რომ სცენა დაეთმობოდა ანსამბლ „სალხინოს“ შემდეგ კი კახაბერი და ხანუმები დაიკავებნენ ჩაანაცვლებდნენ მათ.პირველი ცეკვა ,რომელიც შეასრულა ანსამბლმა იყო ცეკვა ქართული.



სასცენო განათების ფონზე მოცეკვავეები თითქოს ცოცხალ სურათად იქცნენ. გოგონების ფართო ქვედაკაბები ჰაერში ფარფატებდნენ, ხოლო ბიჭების სიმტკიცეს მკვეთრი, ენერგიული ნაბიჯები უსვამდა ხაზს.შეკრებილები დიდი ინტერესით უმზერდნენ ამ სანახაობას და ცეკვის დასასრულს მქუხარე ტაშით შეხვდნენ .ამ ცეკვას მოჰყვა :რაჭული,აჭარული ,ოსური ცეკვა „სიმდი“,სვანური,აფხაზური ასევე მთიულური ,რომელმაც ყველაზე დიდი ოვაციები დაიმსახურა მაყურებლისგან





.მეორე ცეკვის შემდეგ სცენაზე გამოჩნდა მამაკაცი იასამნის თაიგულით ,ყველა გაოცებული უყურებდა მას ,წამყვანი ეკითხებოდა ,თუ რა მოხდა .თურმე თავისი ცოლისთვის იყო საჩუქრად ეს ყვავილები და მას სცენიდან უხმობდა საჩუქრის მისაღებად.ყველა ტაშს უკრავდა და მხიარული შეძახილებით აცილებდა სცენიდან მიმავალს .რადგან უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, ცალკე დიდი ეკრანი იყო დამონტაჟებული ,სადაც დაინახავდა ხალხი სცენას.კამერები ყველა მხრიდან იღებდნენ. ბავშვები კამერებს სადაც დაინახავდნენ ხელს უქნევდნენ ,რომ დიდ ეკრანზე გამოჩენილიყვნენ.ცეკვა აფხაზურის შესრულებისას წვიმა დაიწყო,თითქოს თავისი არ ეყო და ზეცამ თავისი ემოცია შეჰმატა .წვიმა არ იყო უბრალო ფონი -ის გახდა ცეკვის ნაწილი. აქ ადამიანური სიმტკიცე და ბუნების სევდა ერთ მთლიანობად იქცა.მაყურებელი ვერ შეაშინა წვიმამ, ისინი გაქვავებული იდგნენ და ამ მშვენიერ სანახაობას უმზერდნენ,დასასრულს კი მქუხარე აპლოდისმენტებით დაასაჩუქრეს მოცეკვავეები.


შემდეგ სცენაზე გამოჩნდნენ კახაბერი და ხანუმები . სიმღერამ შეავსო ის სივრცე, რომელიც წამის წინ ცეკვის ვნებამ გაათავისუფლა — მათმა ხმამ, მოძრაობამ და მიმოსვლამ სცენაზე ახალ სული შემოიტანა, თითქოს ისტორიის ახალი ფურცელი გაიშალა მაყურებლის თვალწინ. მათი სიმღერები ქართული მოტივებით შეთხზული იყო .პირველი სიმღერის სახელი იყო "ჰაე" და ინსპირირებული იყო ქართული ანბანით. მაყურებლისთვის ყველა საყვარელი სიმღერა შესრულდა,ყველა ცეკვავდა და სიმღერას ყვებოდა ,თითქოს გაიყინა დრო ,ყველას ყველა უყვარა და ყველა სიავე რაც ადამიანის ბუნებას ახასიათებს გაქრა.კონცერტი დაგვირგვინდა სალხინოს ვარსკვლავის გახსნით,   სცენა წამიერად გაიყინა — მუსიკა შეწყდა, წვიმაც თითქოს შეჩერდა და სწორედ მაშინ, ღამის სიბნელეში, განათდა" სალხინოს" ვარსკვლავი.

მისმა შუქმა სცენა გაანათა და მაყურებლის გულებში სიამაყე  გააღვივა.მაყურებელმა ერთიანად ამოისუნთქა,თითქოს ეს უნდა ყოფილიყო ლოგიკური დასასრული და მას ელოდნენ. ვარსკვლავის გარშემო მოცეკვავეები მოკრძალებით, მაგრამ სიამაყით განლაგდნენ.

ცეკვებს რაც შეეხება ეს იყო ქართული ფესვების, ტკივილის, ბრძოლისა და საბოლოო იმედის ცეკვა,რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა მაყურებლის გულში.

 

 

 


 
 
 

Comentários


bottom of page